მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"8 წელი არ გამოდგა საკმარისი, რომ სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა"

5f6793d352952
BM.GE
20.09.20 21:34
1006
8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ თერჯოლაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცახდა. გახარიას სიტყვით გამოსვლის ტექსტი "ქართული ოცნების" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები, ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა.

მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება საკმარისი. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ყველა იმ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთება, რომელიც უკვე დავიწყეთ. მიზანი მარტივია და არის ის, რომ თითოეულ ადამიანს, თანაბარ პირობებში ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თბილისში ცხოვრობს, თერჯოლაში, ბათუმში, თუ სხვაგან”,- თქვა გახარიამ.