მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"9 თვეა ექიმები თავს არ ზოგავენ... ამბის ატეხვის ნაცვლად, მუშაობა უნდა ვაცადოთ"

5f96841897a55
ინგა მურუსიძე
26.10.20 12:13
725
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ექიმებთან მიმართებაში „ამბების ატეხვას“ თავი დაანებონ და მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაუფრთხილდნენ.

მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა კონკრეტული ფაქტის შესახებ აცნობეს, როცა პაციენტს და მის ოჯახს დასჭირდა "ხმაურის ატეხვა" იმის გამო, რომ მოქალაქეს რეანიმაციაში გადაყვანა სჭირდებოდა.

„არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო, პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ესაჭიროება რეანიმაცია თუ - არა, მას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. ოჯახმა, რომელიც თავისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, ამბავი არ უნდა ატეხოს;თუ იმას ფიქრობს, რომ თავისი ოჯახის წევრი ექიმებს ანდოს რეანიმაციაში, მაშინ იმ ექიმს ისიც უნდა აცადოს, რომ პაციენტს მიხედოს. ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე, ექიმები ძალიან დიდ სტრესში იმყოფებიან.

იქნებ როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ვინაიდან ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ. წინ კი გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი და ექიმებს ამბავი კი არ უნდა ავუტეხოთ, არამედ უნდა გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებს, როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დღეიდან ჩაერთვებიან.