მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი" საზოგადოებას მიმართავს

5e71453f11a50
BM.GE
17.03.20 23:11
8304
"აჭარა ჯგუფი" პარტნიორებს მიმართავს. მიმართვა აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გაავრცელა:

"მოგმართავთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ამ საპასუხისმგებლო დროს, როდესაც კორონავირუსის (Covid-19) გავრცელებამ გლობალური გამოწვევების
წინაშე დაგვაყენა.

უკანასკნელ დღეებში, აჭარა ჯგუფმა არაერთი რთული გადაწყვეტილება მიიღო და მაქსიმალურად მოარგო ყოველდღიური ოპერაციები თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებას. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად ითვალისწინებს როგორც საქართველოს მთავრობის მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ სიტუაციის მონიტორინგს, რათა საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მივიღოთ დამატებითი ზომები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

სოციალური დისტანცირების აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანიის ყველა ობიექტზე დავკეტეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები — რესტორნები, ბარები, ლაუნჯები და კაფეები. მუდმივად ვცვლით კვების სერვისებს სურსათის უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად. ჩვენს ობიექტებზე რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და მკაცრად მივყვებით ჰიგიენის პროტოკოლს. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდის ძირითადი ნაწილი უკვე გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე.

როგორც ყოველთვის, თანამშრომლების და სტუმრების ჯანმრთელობა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ახლა, როგორც არასდროს განვაგრძობთ მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვას", - წერია მიმართვაში.