მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ტექსტილმა" საწარმო ხაზი გადააწყო და პირბადეების დამზადება დაიწყო

5e71da3d4d46a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 12:30
3110
"დღეს უკვე იწყება პირბადეების წარმოება ჩვენს საწარმოში, - ამის შესახებ BM.GE-ის „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე გეგმაშია 500 000 ცალი პირბადის წარმოება, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

„კომპანია "აჭარა ტექსტილმა" გადააწყო თავისი სამეწარმეო ხაზი და დაიწყო სამედიცინო პირბადეების დამზადება. მხოლოდ ამ კონკრეტულ რაოდენობაზე არ არის საუბარი, შეიძლება ეს მომავალშიც გაგძელდეს, აქედან გამომდინარე წარმოებისთვის აუცილებელ კონკრეტულ დროს ვერ ვასახელებთ.

რაც შეეხება პირველ პარტიას, რომლის მოცულობა დაახლოებით 50-100 ათასი ცალი პირბადე იქნება, შეიძლება პარასკევიდან უკვე გადაეცეს ეკონომიკის სამინისტროს, რათა მათ მოახდინონ განკარგვა“, - განაცხადა გია ლომინაძემ.

როგორც BM.GE-ის „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა გუშინ განუცხადა, კომპანია სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე 500 000 ცალი მრავალჯერადი პირდაბის დასამზადებლად 300 000 ლარს გამოყოფს და ეს რაოდენობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.