მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ტური": ახალი ბაზრების ხარჯზე აღდგენა 60-70% იქნება

627ce250d11ec
თათია ჩაფიჩაძე
15.05.22 13:20
931
ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე ფიქრობს, რომ წლევანდელ ტურისტულ სეზონზე აჭარის რეგიონში ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 70%-ით აღდგება. მისი თქმით, უკრაინელების 30-40%-იანი დანაკარგის შევსებას ქალაქი ბალტიისპირეთის, არაბული ქვეყნების და ისრაელის მოქალაქეების ხარჯზე გეგმავს.

„რამდენიმე ბაზარი დაიკარგა, მათ შორის უკრაინა, მოგეხსენებათ მასზე ჩვენი რეგიონისთვის 30-40%-ს მოდიოდა.

პირველი ტურისტები  ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან, ბელარუსიდან გამოჩნდნენ. დაიწყო პირდაპირი ფრენები ბალტიისპირეთიდან, ამიტომ ვფიქრობ რომ ნელა ვუბრუნდებით 2019 წლის საწყისს. ჩვენ არ გვაქვს ამბიციამ რომ იმ ვითარებაში, როცა უკრაინული ბაზარი დაიკარგა,  2019 წლის მაჩვენებლებს სრულად დავუბრუნდებით, თუმცა ალბათ აღდგენა ახალი ბაზრების ხარჯზე 60-70% იქნება.

კოვიდის შემდეგ ადამიანები გრძელვადიან პერსპექტივაში არ აკეთებენ ჯავშნებს, მხოლოდ ორი კვირის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებას. წელს ჩვენ გვექნება მთავარი მიმართულება ბალტიისპირეთი, ასევე ველოდებით პოლონეთიდან პირდაპირ ფრენებს რეგიონში. სხვა ევროპული ქვეყნებიდან არ არის დადასტურებული ჩარტერები. მცირე რაოდენობას ალბათ ქუთაისის აეროპორტი მიიღებს. მათთვის საქართველო მაინც რისკია, ომი იქნება მთავარი ფაქტორი ევროპელი ტურისტების მოგზაურობისთვის.