24.სექტემბერი .2020 14:13

"აჭარაში ნამყოფი მასწავლებლებიდან COVID-19 ჯერჯერობით 8 მათგანს დაუდასტურდა"

views 219
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი მასწავლებლებიდან 71% COVID-19-ზე გამოკვლეულია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვაწარმოებთ მასწავლებლების კვლევას, ვინც აგვისტოში ან სექტემბერში ბრძანდებოდნენ აჭარის რეგიონში, ასეთი გახლავთ 2 237 მასწავლებელი, რომელთა სიები რესურს ცენტრმა მოგვაწოდა. ამ მასწავლებელთა 71% გამოკვლეულია და 8 შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.