მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აცრა და პირბადე პანდემიასთან ბრძოლაში მთავარია" - გამყრელიძე ტიკარაძის განცხადებას განმარტავს

61015978abdcf
ინგა მურუსიძე
28.07.21 17:21
568
"როგორც პირბადე, ისე აცრა გახლავთ მთავარი, პანდემიასთან ბრძოლაში" - ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აცრა არის "დამატებითი ბენეფიტი".

გამყრელიძის თქმით, განცხადება არ მოუსმენია და შეუძლებელია მინისტრი იყოს ანტივაქსერი.

„მთავარია, რეკომენდაციების შესრულება და ვაქცინაცია - ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი“, - ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ბიზნესების ნაწილმა ვაქცინაციის წახალისება დაიწყო და ეს ძალიან კარგია. „ბიზნესმა გაითავისა, რომ კიდევ ერთი ჩაკეტვა მათ დააზარალებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.