მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აცრის წამახალისებელი ლატარია, სამწუხაროდ, მედიით არ შუქდება კარგად" - იმნაძე

6171266589188
თათია ჩაფიჩაძე
21.10.21 12:34
1142
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ვაქციანციის წახალისების ისეთ გზებს, როგორიც ლატარიაა მედია არასათანადოდ აშუქებს.

„საქმიანი დილის“ ეთერში იმნაძემ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომუნიკაციის დაწყების ვადებზე საუბარს, ჯობია, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხები გავცეთ.

„(აცრის) წახალისების ისეთი ფორმები, იგივე ლატარია, სამწუხაროდ, მედიით არ შუქდება ხოლმე, იგივე გამარჯვებულები... ყოველდღეა 20 კაცი გამარჯვებული და ყოველ შაბათს კიდევ საკმაოდ დიდი თანხები თამაშდება, 5 ათასი და 10 ათასი ლარი და ეს არ არის პატარა თანხა, ვინც აიცრება ყველა მონაწილეობს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ არ მიეწოდება მოსახლეობას ამაზე ინფორმაცია - ვინ არის გამარჯვებული, სოფლებში რომ დავდივარ, აქ მხვდება ისეთი ხალხი, ვინც გამარჯვებული იყო.

ბევრი დეზინფორმაციაა გავრცელებული, გუშინ მეკითხებოდა ქალბატონი ველისციხეში: რომ ამბობენ, რომ ცილა შეგყავთ და 2 წლის მერე დავიხოცებითო... მილიონი ადამიანი უკვე აცრილია საქართველოში და ეს რას ნიშნავს, რომ მილიონი კაცი უნდა მოკვდეს 2 წლის განმავლობაში? ამას უნდა დავუთმოთ ყურადღება. ადრე დავიწყეთ თუ არა აცრებზე კომუნიკაცია, ამას არ ჯობია ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ის ხალხი კითხვებს სვამს? ივლისიდან დავდივართ საწარმო-საწარმო, სოფელ-სოფელ, რომ რამენაირად ამ ხალხამდე ეს ინფორმაცია მივიტანოთ, მედია ყველა ოჯახში შედის და მივიტანოთ მათამდე ეს ინფორმაცია. ადამიანებს უნდათ სწორი ინფორმაცია“ - განაცხადა იმნაძემ.