მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანური კაპიტალის სფეროში დაგეგმილია გრძელვადიანი რეფორმის წამოწყება" - მაჭავარიანი მოლინეუსს შეხვდა

605c89d7aa1e0
BM.GE
25.03.21 16:58
632
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის დახმარება ჯანდაცვას სფეროში, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა დროულად ჰქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებს. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ადამიანური კაპიტალის სფეროში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დონორია. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი რეფორმის წამოწყება, რომელშიც, შესაძლოა, ჩაერთონ სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც.

შეხვედრის დასასრულს, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი პარტნიორები კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.