“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას,” რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი და თბილისის და ბათუმის აეროპორტების მესაკუთრეა, 2020 წელს მისაღები შემოსავალი 46.8 მილიონი ლარით შეუმცირდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ჯამურად, 2020 წელს სახელმწიფო კომპანია 81 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს ელოდა, თუმცა COVID-19-ის კრიზისის გამო, მისი მისაღები შემოსავალი 34.2 მილიონ ლარამდე შემცირდა.
"პანდემიის გამო რეგულარული სამგზავრო ფრენების - ეტაპობრივმა, მიმდინარე წლის 21 მარტიდან კი სრულად შეწყვეტამ, "საქაერონავიგაციის" მსგავსად, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც’’ დააზარალა. კომპანიის ამონაგების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რეგულარულ სამგზავრო ფრენებზე, შესაბამისად კომპანიას მოუწია 2020 წლის ბიზნეს გეგმის დაკორექტირება. საწყისი ბიზნეს-გეგმის მიხედვით, შემოსავალი 81,170,274 ლარი იყო, ხოლო დაკორექტირებულ ბიზნეს-გეგმაში ეს რიცხვი 34,297,655 ლარს შეადგენს", - ნათქვამია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” შემოსავლების უდიდესი ნაწილი თბილისის აეროპორტის მიერ გენერირდება. 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანიის 64.2 მილიონიანი შემოსავლიდან თბილისის აეროპორტზე 54.4 მილიონი ლარი მოდიოდა. წელს კი, "აეროპორტების გაერთიანების მსგავსად" თბილისის და ბათუმის აეროპორტის ოპერატორი TAV Georgia-ც მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდის.
საავიაციო სექტორში არსებული კრიზისი კიდევ ერთ სახელმწიფო კომპანიაზე ახდენს მძიმე გავლენას, ეს “საქაერონავიგაციაა”, რომლის საოპერაციო შემოსავალიც 0-მდე დაეცა. კრიზისამდე კომპანიის წლიური შემოსავალი 85 მილიონ ლარს აჭარბებდა.
“შპს ,,საქაერონავიგაცია’’ - COVID-19-ის პანდემიის პირობებში საავიაციო ინდუსტრია დაზარალდა და არსებული შეზღუდვების შედეგად ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 2020 წლის მარტიდან “საქაერონავიგაციაში” ფრენების 89%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ,,ევროკონტროლის” წევრ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ავიაკომპანიებისთვის საჰაერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, შპს „საქაერონავიგაციის“ ფაქტობრივად ვეღარ იღებს შემოსავალს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია ბანკისგან 10 მილიონი ევროს მოცულობის სესხს მიიღებს. EBRD-მა სესხი ოფიციალურად დაამტკიცა (23/07/2020) და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სესხი COVID-19 სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში არსებული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამის (VISP) შესაბამისად გამოყო. სესხის მომსახურებას „საქაერონავიგაცია“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანალიზში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის