მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღარ მინდა სახელმწიფო მოხელე მერქვას"- შალვა ალავერდაშვილმა "ბორჯომი ლიკანი" დატოვა

5d847703a3a41
ლიკა გურაბანიძე
20.09.19 15:05
8427
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა დაკავებული პოსტი დატოვა. როგორც ალავერდაშვილმა BM.GE-ს განუცხადა, სასტუმრო მან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. „აღარ მინდა სახელმწიფო მოხელე მერქვას“ - ასე აფასებს ის საკუთარ გადაწყვეტილებას.

შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, მას სხვადასხვა სასტუმროდან მართვასთან დაკავშირებული შემოთავაზებები აქვს. მისივე თქმით, ის  სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ სასტუმროს მართვაში აღარ აიღებს და მხოლოდ კერძო პირებისგან მიიღებს შემოთავაზებას.

„უბრალოდ სამსახურიდან წამოვედი და ეს პირადი გადაწყვეტილება იყო. მუშაობას იმ 6 სასტუმროში გავაგრძელებ, რომლებსაც ამჟამად ვმართავ. ასევე თბილისში 3 სასტუმროს ვაშენებ.

უამრავი შემოთავაზება მაქვს, რომ სხვა სასტუმროები მართვაში ავიღო; ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ყველასთან, შესაძლოა ხვალ სხვა სასტუმრო  დავიმატო მართვაში​, ეს არის ჩემი კომპანიის საქმიანობა“ - განაცხადა ალავერდაშვილმა. 

ცნობისთვის: შალვა ალავერდაშვილი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანს“, რომელიც დღეს "საპარტნიორო ფონდის" ბალანსზეა, 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.