"აგარის შაქრის ქარხანა ადგილობრივ წარმოებას ივნისში განაახლებს, - უთხრა BM.GE-ის კომპანია „აგარის შაქრის“ დირექტორმა ალხან ალიზადემ.
მისი თქმით, ქარხანაში წარმოებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და 1 ივნისს საწარმო ამოქმედდება.
„ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოებების ამუშავება; ამ მიზნით, ჩვენი ქარხანა განაახლებს შაქრის წარმოებას. ჩვენთან ქარხნის გაჩერებამდე 500-მდე თანამშრომელი მუშაობდა და ისინი დაუბრუდებიან თავის სამუშაოს. 1 ივნისს დავიწყებთ შაქრის წარმოებას, ასე ვგეგმავთ. ახლა ნელ-ნელა მოსამზადებელ სამუშაოებს ვიწყებთ. ქარხანა გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერებული იყო, ამიტომ სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რაზეც, დაახლოებით, 200 ადამიანი დასაქმდება. ამასთან დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც რეკომენდირებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ“, - აცხადებს „აგარის შაქრის“ დირექტორი.
BM.GE-ის კითხვაზე - შეძლებს თუ არა "აგარის შაქარი" ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული შაქრისთვის კონკურენციის გაწევას ღირებულების მხრივ, კომპანიის დირექტორს პასუხი არ აქვს. მისი თქმით, ქარხანა ჯერ უნდა ამუშავდეს, რომ განისაზღვროს მათი წარმოებული შაქრის ფასი.
ალხან ალიზადეს განცხადებითვე, მთავრობის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა რა პირობებით ამუშავდება ქარხანა, ჯერ ვერც ამას აკონკრეტებს და ამბობს, რომ ამ კითხვებზე პასუხი მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა გასცენ.
„რა პირობებით უნდა ავმუშავდეთ, შეეკითხეთ მთავრობას. ჩვენ კომუნიკაცია სულ გვაქვს მათთან, თუმცა ეს საკითხები მთავრობასთან უნდა გაიაროთ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
ალხან ალიზადეს თქმით, შაქრის წარმოებისთვის კომპანია ნედლეულის იმპორტს ახორციელებდა.
ცნობისთვის, აგარის შაქრის ქარხანამ წარმოება გასული წლის მარტში შეაჩერა. როგორც BM.GE-ის მიმდინარე წლის იანვარში "აგარის შაქრის" გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა, ქარხანამ მუშაობა ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო შეწყვიტა.