მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ - პრეს-ტური გურიაში

5eff441dc261c
BM.GE
03.07.20 18:39
1117
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპანია"აღმოაჩინე ის, რაც შენია" გრძელდება. "იმოგზაურე საქართველოში"- ამ კამპანიის მთავარი სლოგანია და შიდა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას ემსახურება.

შიდა ქართლის შემდეგ, რიგით მეორე ტური გურიაში გაიმართა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გასტრონომიის ასოციაციის მონაწილეობით გასტრონომიული ტური მოეწყო.

ტურის ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გურიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.

„საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია დაიწყო „აღმოაჩინე ის რაც შენია.“ პროექტის ფარგლებში ვიმყოფებით გურიაში, აცანაში, სადაც ჩვენთან ერთად არიან მედიის წარმომადგენლები, შეფ-მზარაულები. ჩვენი სურვილია კარგად წარმოვაჩინოთ გურიის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, ასევე ამ რეგიონის უნიკალური გასტრონომიული კულტურა, შედეგად ველოდებით, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდება სურვილი გურიაშ იმოგზაურობის, რათა დაათვალიერონ რეგიონის ტურისტული ადგილები და დააგემოვნოს უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, რითაც გურია გამოირჩევა.“- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

პრეს-ტურის ფარგლებში სკიჯის სახლში, ოქროს ქედში კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს 2000 მეტრზე გაშენებული უძველესი ჯიშის საექსპერიმენტო ყანა. ტურის მონაწილეები ესტუმრნენ გომისმთას და წითელმთას, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. მათ ასევე მოინახულეს ჩაის ბაღები და „კობიძეების მარანი.“

შეგახსენებთ, პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო.

„აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.