მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროლეინი" წარმოებას ზრდის და წელს 250 ტონა მოცვის გადამუშავებას გეგმავს

61dd751a224a9
მარიამ იზორია
11.01.22 21:19
1399
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ლურჯი მოცვის გადამმუშავებელი საწარმო “აგროლეინი” წარმადობას ზრდის. კომპანია მიმდინარე წელს 250 ტონა მოცვის გადამუშავებას აპირებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, “აგროლეინმა” 2021 წელს 150 ტონა მოცვი გადაამუშავა. კომპანია ამ საქმიანობით 2016 წლიდან არის დაკავებული, მას პროდუქტის 90% ექსპორტზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მალაიზიაში, კატარში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გააქვს. საწარმო პროდუქტს ოთხი დიდი მწარმოებლისგან იბარებს.

“ჩვენს საწარმოს 300 ტონა მოცვის გადამუშავება შეუძლია, თუმცა იმ კომპანიების ბაღები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ჯერჯერობით სრულ მსხმოიარობაში არაა. მიმდინარე წელს წარმადობას გავზრდით და ვფიქრობთ, 250 ტონა მოცვს გადავამუშავებთ.

ჩვენი პროდუქტის 90% ექსპორტზე გადის. წლის განმავლობაში სამ გამოფენაში - დუბაიში, ბერლინსა და შანჰაიში ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, საექსპორტო მიმართულებებს ვზრდით. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მას მცირე დოზით ვამარაგებთ და "კარფურში", "აგროჰაბში", "ნიკორასა" და "გუდვილში" შევდივართ”, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.