“გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც შრომის სამართლის რეფორმას განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა ვუწოდოთ, არის ის, რომ აღსრულების მექანიზმი შემოდის, რომელიც აქამდე მრავალი წელი არ არსებობდა", - ამის შესახებ, ადვოკატმა ზაქარია შველიძემ “საქმიან დილაში” შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, დავით კლდიაშვილის იურიდიულ რუბრიკაში ისაუბრა.
როგორც შველიძემ აღნიშნა, შრომის ინსპექციას უფლებამოსილება აქვს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შრომით უფლებებზე მონიტორინგი განახორციელოს.
“ამის მიხედვით შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება, გარდა იმისა, რომ პროცესს მონიტორინგი გაუწიოს, ასევე დამსაქმებლებს და დასაქმებულებს ინფორმაცია მიაწოდოს, თუ როგორ უნდა აღსრულდეს შრომის სამართალი.
სამუშაო დროსთან დაკავშირებითაც შეგვიძლია გამოვყოთ ერთი ნაწილი - კვირის განმავლობაში თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში მაინც უნდა ისვენებდეს.
მოლოდინი არსებობს, რომ შრომის ინსპექცია ამ პროცესს დაძლევს. დაქირავებულები არიან შრომის ახალი ინსპექტორები, უპირატესად იურისტების დასაქმება მოხდა.” - აღნიშნა ზაქარია შველიძემ.
ცნობისთვის: კანონპროექტი, რომლითაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 82 ხმით დაამტკიცა.
შრომის კოდექსში ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?