მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასების კლება აუცილებლად დაიწყება“

62e0ef666d174
თათია ჩაფიჩაძე
27.07.22 12:13
8365
ნავთობ-იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი შემდეგი თვიდან საწვავის გაიაფებას პროგნოზირებს. „აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასები შემცირდება“, - განუცხადა BMG-ს ვანო მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, ფასის კლების მიზეზი ერთი მხრივ - ლარის კურსის გამყარება, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის კლებაა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ლარი მყარდება და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები კლებულობს, ჩემი ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისიდან ანუ მომდევნო კვირიდან და შესაძლოა, ამ კვირის ბოლოდანაც საწვავზე ფასების კლება აუცილებლად დაიწყება. საერთაშორისო ბაზარზე კლება ივნისში დაწყო, თუმცა ბოლო 2 კვირაა, რაც უფრო ინტენსიურია შემცირება; შესაბამისად, ახლა უკვე მალე აისახება ეს საქართველოს ბაზარზე", - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ინფორმაციისთვის: თუ ივნისის დასაწყისში "ბრენტის"  ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება 116 დოლარი იყო, დღეს კი ეს ფასი 105 დოლარამდეა შემცირებული. რაც შეეხება ლარის კურსს, ლარი ზედიზედ მესამე კვირაა მყარდება. წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 9.67%-ით არის გამყარებული. მაისში ის - 0.76%-ით გამყარდა, ივნისში -  7.08%-ით, მიმდინარე თვეში კი გამყარების მაჩვენებელმა 3.01%-ს გადააჭარბა.