18.სექტემბერი .2021 18:18

"აიცერი და მოიგემ" უკვე ₾100,000 გასცა, გამარჯვებულია 800 მოქალაქე

"აიცერი და მოიგემ" უკვე ₾100,000 გასცა, გამარჯვებულია 800 მოქალაქე
views 13266
უკან

14 სექტემბრიდან დაიწყო ყოველდღიური გათამაშებების სერია, სადაც აცრილ მოქალაქეებს თანხის მოგების შესაძლებლობა აქვთ. “აიცერი და მოიგეს” ვებგვერდის თანახმად, გათამაშების დაწყების დღიდან პრიზებად გაცემულია 100,400 ლარი, ხოლო ლატარიას უკვე 800 გამარჯვებული ჰყავს. მათ შორის დღეს, 160 გამარჯვებულია, მათგან 10-მა 500 ლარის პრიზი, 150-მა კი - 100 ლარის პრიზი.

ყოველდღიურ ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც დღემდე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული, რაც 940,000 ადამიანს შეადგენს.

უფრო დეტალურად გათამაშების წესები ასეთია:

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ,,აიცერი და მოიგეს’’ ყველა გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

StopCovid ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე: www.stopcov.lotto.ge-ზე.

18 წლამდე აცრილი პირის ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს.

StopCovid ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა.

კითხვები და პასუხები

ვინ არის ორგანიზატორი? - ,,აიცერი და მოიგე’’ - StopCovid ლატარიის ინიციატორი და ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს მთავრობა;

როგორ ჩავერთო გათამაშებაში? - ლატარიაში ჩასართვად და 100 000 ლარის მოსაგებად მომხმარებელმა უნდა ჩაიტაროს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით.

ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული ჯავშნის კოდის მიხედვით მოხდება.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ,,აიცერი და მოიგეს’’ ყველა გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში , თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

როგორ გავიგო მოგების შესახებ? - StopCovid ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით.

როგორ გავანაღდო მოგება? - StopCovid ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ 1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

სად და როდის გაიმართება გათამაშება? - ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე  ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ასევე 12 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 26 დეკემბერს ,,საქართველოს ეროვნული მაუწყებლის’’ ეთერში გადაიცემა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა