კომპანია "აიფაუერი", რომელიც ელექტროენერგიის ალტერნატიული გზებით გენერაციას ახორციელებს, აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.
პირველი კომერციული ელექტროსადგური 17 დეკემბერს შევა ექსპლუატაციაში. 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის ინსტალიაცია გლდანში, სპორტული კომპლექსისი სახურავზე მიმდინარეობს. 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე აწყობილი სისტემა საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში არსებულ მზის პანელების ქარხანაში წარმოებული მოდულებით ეწყობა. მას შემდეგ, რაც ელექტროსადგური ამოქმედდება, გენერირებულ ელექტროენერგიას სპორტული კომპლექსი მიიღებს და აითვისებს.
"კომპანია "აიფაუერი" აიგრუპში შემავალი კომპანიაა, რომლის მიზანიცაა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ამ გზაზე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ უკვე. უახლოეს მომავალში დავიწყებთ უფრო დიდი მოცულობის სადგურების მშენებლობას, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გადმოცემულ მუნიციპალურ სახურავებზე, ასევე მიწის ნაკვეთებზე. უახლოეს მომავალში, ჩვენი კომპანიის მიერ გაცხადებული გეგმების მიხედვით საერთო ჯამში 50 მეგავატის გენერაცია უნდა მოვახდინოთ", - აცხადებს კომპანია "აიფაუერის" დირექტორი გიორგი ფურელიანი.
კომპანია "აიფაუერის" მცირე ზომის რამდენიმე ელექტროსადგური თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული. ლისის ტერიტორაზე არსებული სატეტსტო სადგური 6 კილოვატს გამოიმუშავებს და ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. კომპანიის ენერგეტიკოსები აკვირდებიან მზის რადიაციულ მდგომარეობას, გენერაციის პროცესს, მოდულების და ინვერტორის მუშაობას, რათა შემდეგ კომერციული სადგურების მშენებლობის დროს გაითვალისწინონ ყველა ის შესაძლო ხარვეზი, რაც სატესტო რეჟიმში იჩენს თავს.
დღევანდელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა ეკოლოგია, დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები. კომპანია "აიფაუერი" ფუნდამენტურად იღებს გარემოსთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებს და კომპლექსურად უდგება ამ საკითხს. ერთის მხრივ ქვეყანაში ელექტრომობილების ბაზრის განვითარება, მეორეს მხრივ საჭირო და აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და ალტერნატიული გზებით გენერირებული ელექტროენერგიის მიწოდება ელექტრომობილების გასამართი სადგურებისთვის, სწორედ ის წრედია, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას და ამით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უწყობს ხელს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა