მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აიქოსისისთვის" განკუთვნილი უაქციზო ჰითსების შემოტანისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

60a3ce173d876
ინგა მურუსიძე
18.05.21 18:33
737
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს.

როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილოს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგო ნაწილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აიქოსისათვის (IQOS) განკუთვნილი ჰითსის (HEETS) ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.