მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალბათ პირველად "Pfizer-ის" ვაქცინა შემოვა, ხოლო შემდეგ "AstraZeneca-თი" ჩანაცვლდება"

60093b0804134
ინგა მურუსიძე
21.01.21 12:26
912
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის დანერგვის საკითხებზე საუბრობს და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხობს.

როგორც გაბუნია ირწმუნება, ტექნოლოგიურად, საქართველოს აქვს პირობები, რომ სამივე ვაქცინა შეინახოს, როგორც „მოდერნა“, ისე „ასტრა-ზენეკა“ და „ფაიზერი“.

„ზოგადად, ბაზარზე მხოლოდ ერთი ვაქცინაა ავტორიზებული, რომელიც პასუხობს -2-8 გრადუსამდე ტემპერატურული მოთხოვნის ჯაჭვს, თუმცა რამდენიმე ვაქცინა არის შემუშავების პროცესში და როგორც კი ავტორიზაცია ექნებათ, გავითვალისწინებთ მათ შემოტანასაც. ალბათ ყველაზე სწრაფად შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა პირველ კვარტალში და ამის შემდეგ იქნება „ასტრა-ზენეკა“. ეს ორი ვაქცინა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ შესაძლებელია ვაქცინაცია დაიწყოს „ფაიზერით“ და შემდეგ ჩანაცვლდეს „ასტრა-ზენეკათი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა მოხვდეს, მსოფლიო მარეგულირებლების მიერ უნდა იყოს აღიარებული.
„ამ ეტაპზე განვიხილავთ სამივე ვაქცინას, თუმცა უფრო მეტად „ფაიზერს“ და „ასტრა-ზენეკას“, - განმარტავს გაბუნია.