23.სექტემბერი .2022 17:19

"ალდაგი" აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერია

"ალდაგი" აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერია
views 377
უკან

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია 2022-ის მხარდამჭერია. კონფერენცია სასტუმრო ბილტმორში, 26-28 სექტემბერს ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები და აგროდაზღვევის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მონაწილეობენ. AgroInsurance International Conference (agroinsconf.com)

აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც სადაზღვევო ბაზრის განვითარების მიზნით ტარდება. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობის დაზღვევაში, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვა, აგროდაზღვევის პროგრამების ტექნიკური ასპექტები - შემუშავება და ბაზარზე დანერგვა, აგროდაზღვევის პორტფელის მართვისა და ანდერაიტინგის სპეციფიკა, სადაზღევევო კომპანიების ეფექტურობა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

„ალდაგისთვის" ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს მიმართულება აგროდაზღვევაა. წლების განმავლობაში ფერმერებისთვის 24 მილიონ ლარამდე გვაქვს ანაზღაურებული. "ალდაგის" ნდობის მაჩვენებელი აგრო დაზღვევის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება. აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში გვაქვს დაგროვილი და გავაღრმავოთ ურთიერთობები ბაზრის სხვა მოთამაშეებთან,“- აცხადებენ სადაზღვევო კომპანია "ალდაგში";

აღსანიშნავია, რომ "ალდაგი" აგროდაზღვევის ბაზარზე წლებია ლიდერობს, როგორც ანაზღაურების ოდენობით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებითა და სერვისებით.

(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა