მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგი" მცირე და საშუალო კომპანიებს სარეკლამო სერვისების მიღებაში დაეხმარება

5df9cbfbdbb94
BM.GE
18.12.19 10:47
837
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საახალწლოდ სიახლეს სთავაზობს - 20 დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში, "ალდაგში" დაზღვეულ მომხმარებლებს, საშუალება ექნებათ სარეკლამო, ინტერიერის და ტექსტილის დიზაინის მომსახურებებით, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ.

20 დეკემბერს, 12:00 საათზე, ტერმინალში, ალდაგი ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომელშიც პარტნიორი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას:

ფავორიტი

პრომო ჰაუსი

პრომოუტერი

პანორამა

KM ინტერიერის დიზაინი

LTS ინტერიერის დიზაინი

მატერპორტ ჯორჯია

უნიფექტორი

"ალდაგის" პარტნიორი კომპანიები, ადგილზე საკუთარი ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ და დაინტერესებულ მომხმარებლებს საკუთარ სერვისებს, პროდუქციასა და პირობებს უფრო დეტალურად გააცნობენ.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დიზაინერების უფასო მომსახურება და სხვა საახალწლო სიურპრიზებიც ელოდებათ.

თუ გაქვთ სურვილი, რომ დაესწროთ ღონისძიებას, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე.