30.აპრილი .2020 15:10

"ალდაგი": მეზობლობის დაზღვევა თვეში 5 ლარად

views 280
უკან

მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა "ალდაგში" თვეში 5 ლარადაა შესაძლებელი. ამის საშუალებას ალდაგის ახალი პროდუქტი - მეზობლობის დაზღვევა იძლევა.

როგორც სადაზღვევო კომპანიაში განმარტავენ, თუ თქვენი სახლიდან მეზობლის სახლში წყალი ჩავიდა და დაიტბორა, გაჩნდა ხანძარი ან მოხდა აფეთქება, მეზობლის სახლის აღდგენის ხარჯებს მთლიანად ალდაგი დაფარავს.

მეზობლობის დაზღვევას 0%-იანი ფრანშიზა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ასეთ სიტუაციაში არანაირი ხარჯი არ ექნება. ხარჯთან ერთად, მეზობლობის დაზღვევა მომხმარებელს მეზობელთან მოლაპარაკებისგან ათავისუფლებს და მის მეზობლურ ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება.

“ვფიქრობთ, ახლა როცა უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლებში, ეს პროდუქტი მართლაც ყველას უნდა ჰქონდეს. მით უფრო, რომ საკმაოდ სიმბოლურ ფასად შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯებისგან თავის დაზღვევა და მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება”, - აცხადებენ "ალდაგში".