24.აპრილი .2020 18:32

"ალდაგის" დასაქმებულთა დაზღვევა 20 კრიტიკულ დაავადებას და COVID19-ს ფარავს

views 227
უკან

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბიზნესკომპანიებს დასაქმებულთა დაზღვევას სთავაზობს, რომლითაც COVID-19-იც იფარება. ეს პროდუქტი კორპორატიული ბაზრისთვის შეიქმნა და გულისხმობს დასაქმებულთათვის ისეთი დაზღვევის შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფინანსური დაცულობის განცდას.

დასაქმებულთა დაზღვევა აერთიანებს როგორც სიცოცხლის დაზღვევას, ისე კრიტიკული დაავადებების დაზღვევას და, ამასთან ერთად, შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას. პროდუქტში ყველა ის მოულოდნელი ვითარებაა გათვალისწინებული, რომლის დადგომაც, გარდა არამატერიალურისა, მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

სიცოცხლის დაზღვევა დასაქმებულის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი პროდუქტია და მოიცავს 15,000-დან 45,000 ლარამდე თანხის ერთჯერადად ანაზღაურებას ოჯახისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანი COVID19-ით, ან რომელიმე სხვა მოულოდნელი მიზეზით გარდაიცვლება. კრიტიკული დაავადების შემთხვევაში 20 ყველაზე გავრცელებული კრიტიკული დაავადება იფარება, მათ შორის, სიმსივნური დაავადებები, ინფაქტი, ინსულტი და სხვა. ხოლო შრომისუუნარობის დაზღვევა გულისხმობს უბედური შემთხვევის შედეგად შრომის უნარის დაკარგვას, რომელიც ასევე ერთჯერადი თანხით ანაზღაურდება.

“გვჯერა, რომ ეს პროდუქტი ბევრ ადამიანს მოუტანს ფინსანსური სტაბილურობის განცდას, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანას სერიოზული მსხვერპლი პანდემიის შედეგად არ მიადგება,” - აცხადებენ ალდაგში.

ალდაგი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეს პროდუქტი ცოტა ხნის წინ თავის თანამშრომლებს აჩუქა სიცოცხლის სიმბოლოსთან, ლიმნის ხეებთან ერთად. “გვჯერა, ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ გვესმის, რომ ფინანსური დაცულობის განცდა კრიზისის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეცადეთ, ჩვენი, როგორც მზღვეველისა და მზრუნველის როლი, ასე გამოგვეხატა. სხვა ბიზნესებსაც მოვუწოდებთ, მოგვბაძონ და თანამშრომლები დააზღვიონ,”- აცხადებს ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

თანამშრომელთა დაზღვევის რამდენიმე პაკეტი არსებობს და მისი ფასი ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში 11 ლარიდან იწყება.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა