მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგმა“ 2021 წელს 50 მლნ ლარამდე თანხა აანაზღაურა

61c2d23b70752
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 11:34
427
2021 წლის დასაწყისიდან 11 თვის განმავლობაში, ალდაგმა 17 ათასამდე ზარალი დაარეგულირა და მომხმარებლებს 50 მლნ ლარამდე აუნაზღაურა. აქედან 4 მლნ ლარი აგროდაზღვევის ფარგლებში მხოლოდ ფერმერებს აუნაზღაურდათ.

პოსტპანდემიური გამოწვევების მიუხედავად, „ალდაგის“ წილი სხვადასხვა სეგმენტებში გაიზარდა. 2021 წლისთვის, „ალდაგი“ მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 29% ფლობს, აგროდაზღვევაში მისი წილი 35%-ია, ავტოდაზღვევაში 27%, ხოლო ქონების დაზღვევაში 34%. „ალდაგის“ პორტფელში 200 000 აქტიური პოლისია.

წლის განმავლობაში ალდაგის შეთავაზებებს შეემატა ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, მათ შორის პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება - პრიმო, რომელიც ახალი ბრენდის სახით არის წარმოდგენილი და განკუთვნილია მომხმარებლისთვის, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიისგან სურთ პრემიუმ სერვისის მიღება, მათ შორის პერსონალური მენეჯერის მომსახურება და განსხვავებული პირობები სადაზღვევო პროდუქტებზე.

ინოვაციურ პროდუქტებს შორის არის პირველი ციფრული ავტოდაზღვევა საქართველოში - backapp. მობილური აპლიკაცია, სადაც მსურველს სახლიდან გაუსვლელად, აპლიკაციის საშუალებით შეუძლია მანქანის დაზღვევა. სრულიად გაციფრულებული პროცესის გარდა, პროდუქტის უპირატესობა მდგომარეობს ტარიფის ინდივიდუალურად დაანგარიშების კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც დაზღვეული იხდის არა ფიქსირებულ თანხას, არამედ იმდენს, რამდენსაც აპლიკაცია მანქანის ტარების შესაბამისად უანგარიშებს.

წლის განმავლობაში შეიქმნა არაერთი სხვა პროდუქტი, მათ შორის ინოვაციური - სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელის ანალოგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არ მოიპოვება და გულისხმობს 16 მძიმე დაავადებიდან ერთ-ერთის დადასტურების შემთხვევაში მომხმარებლის ან მისი ოჯახის სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას.

“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გათვალისწინებით ინდუსტრიას საკმაოდ არამდგრად გარემოში უწევდა ოპერირება, შევძელით 2021 ყოფილიყო ნაყოფიერი ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. აქტიურად გავაგრძელეთ დიგიტალიზაციის პროცესი, დავამატეთ ახალი პროდუქტები და სერვისები და შევცვალეთ სადაზღვევო მომსახურების მიღების გამოცდილება ჩვენი ახალი მიდგომებისა და სტანდარტების შესაბამისად. შიდა კვლევის თანახმად, ალდაგში მიღებული გამოცდილებით მომხმარებლების 97% კმაყოფილია, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა”, - განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
(R)