07.ივლისი .2021 15:13

"ალდაგმა" კომპანია Marine Shipping & Forwarding-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

"ალდაგმა" კომპანია Marine Shipping & Forwarding-თან  სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
views 211
უკან

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია Marine Shipping & Forwarding-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო, რაც გადამზიდავი კომპანიებისთვის კიდევ გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

ამ პარტნიორობის ფარგლებში ბათუმის ფილიალში ალდაგმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, სადაც საუბარი იყო ტვირთებისა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე. შეხვედრის მიზანი იყო დაზღვევის როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა მოხდეს პარტნიორი კომპანიებისათვის უკეთესი პირობების შეთავაზება და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.

Marine Shipping & Forwarding-ი ბაზარზე 11 წელზე მეტია ოპერირებს. ქვეყნის მასშტაბით კომპანია წარმოდგენილია სამი ფილიალით, ხოლო სომხეთში 1 ფილიალით. კომპანია საერთაშორისო ორგანიზაციების Marco Polo & GLA Family-ს წევრია.

„10 წელიწადზე მეტია წარმატებით ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანია ალდაგთან. ვსარგებლობთ არაერთი სადაზღვევო პროდუქტით, მათ შორისა გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, კონტეინერების ძარის, თანამშრომლების ჯანმრთელობის, კომპანიის ბალანსზე არსებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ტვირთების დაზღვევები. ზოგადად ეს დარგი, სწორ დაგეგმვას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს, სწორედ ამიტომ ვირჩევთ ალდაგს, რათა მაღალი ხარისხით შევძლოთ მომსახურების გაწევა ჩვენი პარტნიორებისა და დამკვეთებისთვის“, - განაცხადეს კომპანია Marine Shipping & Forwarding-ში.

Marine Shipping & Forwarding-ი პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს როგორც შიდა ასევე საერთაშორისო გადაზიდვებს სარკინიგზო, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით, ასევე სასაწყობე, საბაჟო და საბროკერო მომსახურებას.

ალდაგი კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით წამყვანი კომპანიაა საქართველოში. 2021 წელს მან მიიღო საქართველოში ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი კომპანიის სტატუსი გლობალური გამოცემა Global Banking&Finance Review-სგან. მხოლოდ 2020 წელს კორპორატიული კლიენტებისთვის ალდაგს 65 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული. ალდაგის საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები, HANNOVER RE, TRANS RE, SWISS RE, Generali, Zurich, AXA XL, AIG და LLOYD’S OF LONDON.
(R)