მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგში" დაზღვეულები 24-საათიანი უფასო ასისტანსით ისარგებლებენ

616e9f549a6ef
ინგა მურუსიძე
19.10.21 14:35
621
"ალდაგის" ავტოდაზღვევას მანქანის მძღოლისთვის საჭირო არაერთი საჩუქარი მოყვება, ხოლო მათ, ვინც "ალდაგში" საკუთარ ავტომობილს აზღვევს, შეუძლიათ ისარგებლონ 24 საათიანი უფასო ასისტანსის მომსახურებით და თავიდან აიცილონ მოულოდნელობები.

აღსანიშნავია, რომ ავტო ასისტანსის მომსახურებებში შედის: საბურავის შეცვლა, მცირე ტექნიკური პრობლემის ადგილზე მოგვარება, აკუმულატორის დამუხტვა, ევაკუატორის მომსახურება და საწვავის მიწოდება.

როგორც კომპანიის პრესრელიზში წერია, მომსახურება ვრცელდება "ალდაგის" ყველა ტიპის ავტოდაზღვევაზე: სტანდარტულ ავტოდაზღვევაზე, ავტო ოპტიმუმზე და ბექაფის ციფრულ დაზღვევაზე.

ავტო ასისტანსის გარდა, "ალდაგში" დაზღვეული ყველა მძღოლი მიიღებს შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს სხვადასხვა ავტო სერვისებზე, მათ შორის ფასდაკლებას: "სოკარის" და "ვისოლის" ქსელში, "ამბოლის" და "ვიანორის" პროდუქციაზე, 24-მდე თვითმომსახურების რეცხვას გრინვოშში.

(R)