მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალიანს ჯგუფი": შოკების არიდება უფრო მეტად რომ მოხდეს, ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი უნდა იყოს

5fa03983ac066
ანუკა ჯოხაძე
02.11.20 22:20
1063
“ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი უნდა იყოს, რომ შოკების არიდება უფრო მეტად მოხდეს”- ამის შესახებ BM.GE-ის "ალიანს ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ განუცხადა. როგორც კუკავა ამბობს, კაპიტალის ბაზარს კომპანიებისთვის შეეძლო დახმარება გაეწია. მისი თქმით, კომპანიები თუ ძვირადღირებულ ბონდებს გამოუშვებდნენ, კრიზისის შემდეგ ბონდების გამოსყიდვა მოხდებოდა და მათ ამ შემთხვევაში მხოლოდ ტრანზაქციის ხარჯი ექნებოდათ.

“პრობლემაა კაპიტალური ბაზარი, იმიტომ რომ როდესაც კომპანიებს უჭირთ, მზად არიან დღეს თუ მისი სესხი 7%-ია, 12%-შიც ისესხოს, ოღონდ არ გაკოტრდეს და კაპიტალი არ შეუმცირდეს, ანუ არ გაყიდოს კაპიტალი და ვიღაცები არ შემოუშვას, რომლებიც სპეკულაციურად შემოდიან კომპანიებში.

კაპიტალის ბაზარს შეეძლო ხალხისთვის დახმარება გაეჩინა, რადგან ქართული კომპანიები გამოუშვებდნენ ძვირადღირებულ ბონდებს, ხოლო როგორც კი კრიზისი გადაივლიდა გამოისყიდდნენ ბონდებს და უბრალოდ ტრანზაქციის ხარჯი ექნებოდათ. კაპიტალის ბაზარი უნდა იყოს ქვეყანაში რომ შოკების არიდება უფრო მეტად მოხდეს", - ამბობს "ალიანს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა.