მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალტ ინფოს" მიერ "სილქნეტის" წინააღმდეგ წამოწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა

610799385fd07
თათია კაკიაშვილი
02.08.21 19:50
531
კომუნიკაციების კომისიამ შპს “ალტ ინფოს” მოთხოვნით სს “სილქნეტის” წინააღმდეგ წამოწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

საქმე ეხება “სილქნეტის” მიერ ტექნიკური მიზეზების გამო სამაუწყებლო პაკეტში განთავსებაზე უარის თქმას. განმცხადებელი მოითხოვდა სწორედ კომისიის მეშვეობით მიეღო გავრცელების უფლება.

„2021 წლის 16 ივლისს „ალტ ინფოს“ წევრები, კერძოდ, კი შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კონსტანტინე მორგოშია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ სახლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. პოლიციამ დაკითხვის შემდეგ ყველა პირი გაათავისუფლა. მიმდინარე დაპირისპირების ფონზე მოულოდნელი და საეჭვო იყო შპს “ალტ ინფოს” გადაწყვეტილება, შეეწყვიტა გავრცელებასთან დაკავშირებული დავა“, - აღნიშნულია ორგანიზაცია "მედიის უფლებების" ანგარიშში.