19.აგვისტო .2020 13:53

"ამ ეტაპისთვის აეროპორტებში აღებული ტესტის ყველა ნიმუში არის კოვიდ ნეგატიური"

views 187
უკან

ამ ეტაპზე აეროპორტში, მგზავრებისთვის აღებული ტესტირებების ნიმუშები არის კოვიდ ნეგატიური, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი და პოზიტიური ტენდენციაა, რომ ტურისტული მიზნით ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიური ზრდა შეინიშნება ტურისტული მიზნებით.

„მოგახსენებთ, რომ აეროპორტებში მიმდინარეობს მზგავრთნაკადის შერჩევითი პრინციპით ტესტირება, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს მიერ, რომ ტესტირების კომფორტული რეჟიმი იყოს ყველა ადამიანისთვის. აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპისთვის ყველა აღებული ტესტის ნიმუში არის კოვიდ ნეგატიური, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან პოზიტიურად შევხედოთ მომდევნო პერიოდს“,-განაცხადა ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა