10.ნოემბერი .2020 22:00

"ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები ლარის კურსის მერყეობაზე გავლენას არ ახდენს" - ხიშტოვანი

"ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები ლარის კურსის მერყეობაზე გავლენას არ ახდენს" - ხიშტოვანი
views 553
უკან

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი რყევები ქვეყანაში შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას და გაურკვევლობას უკავშირდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები კურსის მერყეობაზე გავლენას არ ახდენს.

„პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ არის იმდენად დაძაბული, რომ ამის გამო დამატებითი პოლიტიკური რისკების გაჩენაზე ვისაუბროთ, აქედან გამომდინარე არ ვიტყოდი, რომ ლარის გაუფასურება პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული.

ჩემი ვარაუდით, ეს უკავშირდება იმას, რომ ოქტომბერში და ნოემბერში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია, ამ მხრივ არასტაბილურობის განცდაა, არავინ იცის ე.წ. მეორე ტალღა რამდენი ხნით გაგრძელდება. მოლოდინები არის უფრო უარყოფითი, ვიდრე დადებითი და ზოგადად ეკონომიკური გარემო პანდემიიდან გამომდინარე გაუარესებულია, რაც არასტაბილურ გარემოს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს. სწორედ ამის გამოხატულებად ჩავთვლიდი ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელებას, რაც ჩემი მოსაზრებით ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია საქართველოს ეკონომიკის 2020-ში და 2021-შიც, რადგანაც ეს ფაქტორი ყველაზე მეტად ურტყამს როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესის კეთილდღეობას“, - განაცხადა ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, დღეს, ეროვნული ბანკის მიერ $37-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად, ლარი დოლართან - 1.2 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გამყარდა. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 3.3186 ლარი ღირს. ერთი ევრო კი – 3.9143 ლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა