მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპზე საწვავზე ფასების შემცირება გამორიცხულია" – მთვრალაშვილი

5f3a986c24e7f
ინგა მურუსიძე
17.08.20 21:59
1254
ამ ეტაპზე საწვავზე ფასების შემცირება გამორიცხულია, - ამის შესახებ bm.ge-ს "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

„საწვავზე ზოგადი ვითარება გვაქვს შემდგომი - ფასები არის გაზრდილი მნიშვნელოვნად, მით უმეტეს იმ ფასებთან მიმართებაში, რაც იყო მარტის დასაწყისიდან. მაშინ რეკორდულად დაბალი ფასები იყო. მას შემდეგ შეიძლება ითქვას, საერთაშორისო ფასები საწვავზე არის გაორმაგებული, ხოლო ამ ზრდის შედეგი არის ის, რომ საცალო ქსელში ბოლო ორი თვეა ფასები პერმანენტულად იზრდება. არაბრენდირებულ ქსელში ფასი გაზრდილია საშუალოდ 35-40 თეთრით და ბრენდირებულ ქსელში 20-25 თეთრით", – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მთვრალაშვილი ამბობს, რომ ოპტიმისტური მოლოდინები არ არის.

„ფასების სტაბილურობა ნამდვილად გაჭირდება იმ მოცემულობით, რაც საერთაშორისო ბაზარზე არის. ამაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ოპერატორ კომპანიებს ალბათ სამომავლოდ მოუწევთ რაღაცა დოზით ფასების მატება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაცია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა გაავრცელა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 44.80 (- 0,16) დოლარი შეადგინა. ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 42.01 (- 0,23) დოლარი შეადგინა.