სამშენებლო კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობის მიხედავად, მათ კომპანიაში ახლო მომავალში ფასების ზრდა არ იგეგმება.
„საქმიანი დილის“ ეთერში ხეცურიანმა უძრავი ქონების ბაზრის ბოლო ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება პოსტკრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„მცირედი შეფერხება იყო აპრილში, თუმცა სამშენებლო ბაზარმა აჩვენა, რომ მზად არის კრიზისული სიტუაციებისთვის. შეინარჩუნა ყველა ის მოქმედება რასაც ახორციელებდა, მშენებლობის პროცესი გაგრძელდა, ფსებიც არ შემცირებულა ისე როგორც ზოგიერთ კვლევაში იყო საუბარი. მე ამას სულ ვამბობდი, რომ დღეს არ არის 2007-2008 წლის მსგავსი ვითარება, რომ 30%-მდე კლებისთვის გაეძლო.
რაც შეეხება კურსის ცვალებადობას, კი სავალუტო კურსზე ყველა ბიზნესი ვართ დამოკიდებულები თუმცა არა სრულად. მნიშვნელოვანი ნაწილი ხარჯის არის ლოკალური, შესაბამისად ამ მოცემულობაში არქი არცერთ შემთხვევში არ გეგმავს ფასების გაზრდას.“ - განაცხადა ხეცურიანმა.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება გაიზარდა, რაზეც მშენებლობების ღირებულების ინდექსის ზრდა მეტყველებს. 2020 წლის მეორე კვარტალში ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა.
"წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4%-ით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და კომპანია Prospect-ის დამფუძნებელი გუგა კობახიძე "საქმიან დილაში":
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ