04.ოქტომბერი .2019 22:10

"ამ ნაწილში სებ-ი გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს" - რა არ მოსწონს რომან კაკულიას?

views 406
უკან

"მესმის, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მარგამ ის იმ კონტექსტისგან არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, რასაც თავისი ფუნქციიდან გამომდინარე ემსახურება. მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ იყო პირნათელი შენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით და ხანდახან ეკონომიკას  ყურადღება მოაკლო, ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მას მივანიჭეთ, ამ ნაწილში გარკვეულ კრიტიკას ის იმსახურებს,“ - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.  


კაკულიამ ლარის გაუფასურების და ინფლაციის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  "არსებობს კითხვები, რაზეც სახელმწიფომ საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს".


„ჩვენ სათქმელი ძალიან ბევრი გვაქვს; ძალიან გულახდილები უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ვერ გაკეთდა და რატომ ვერ გაკეთდა, იმისთვის, რომ გვქონდეს ამბიცია და მორალური უფლება ამ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღება გავაგრძელოთ. პირველ რიგში, უნდა ვიკითხოთ რისი ბრალია? ცხადია, ძალიან ბევრ პოზიტივზე შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ არსებობს ფონი, სადაც ასეთ ლეგიტიმური კითხვებია და ჩვენ უნდა ავხსნათ, რაშია საქმე და რა მოხდა?! 


მე ყოველთვის ვასახელებდი იმას, რომ საგარეო მოცემულობა ინვესტიციებისთვის ხელის შემწყობი არ არის. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ვერ შევძელით გარკვეულწილად საგარეო ინტერესები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დაგვებალანსებინა, საინვესტიციო გარემო -  ეს არის საერთო გამოწვევა. ამ საკითხზე ჩვენ ერთმანეთში კი არ უნდა ვიდავოთ, არამედ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მისწრაფება პროცესში ისეთ საფრთხეებს არ შეიცავდეს, რომლებიც მის საბოლოო მიზანს ფასს დაუკარგავს", - განაცხადა კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა