8 თებერვალის მონაცემებით საქართველოში სულ აცრილია - 2 755 879 ადამიანი, დღიურად კი ჩატარდა 4 023 აცრა. ვაქცინაციის დაბალი ტემპის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ჯანდაცვის სპეციალისტები დაგვიანებულ საინფორმაციო კამპანიას ასახელებენ.
ქვეყანაში ვერც ვაქცინაციის ეროვნული გეგმა შესრულდა. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ნაცვლად 2021 წლის ბოლომდე მხოლოდ მოსახლეობის 42% აიცრა.
იმუნიზაციის საბჭოს ვაქცინაციის ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის იმ ტემპით, რაც დღეს ქვეყანაშია, აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა რთული მისიაა. მისი განმარტებით, დღეს ჯერ კიდევ აუცრელი ადამიანების აცრა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ეს ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებამდე იყო.
“ჩემი აზრით, ვაქცინაციის პროცესი თუ ასე გაგრძელდა როგორც ახლა მიმდინარეობს და აქტივობა არ დაემატა, წარმოუდგენელია იმუნიზაციის 70%-იან მაჩვენებელზე გავიდეთ. პირველი 42% იმ ადამიანების ნაწილი იყო, ვინც ასე თუ ისე მზად იყო ასაცრელად. ახლა რომ წინ წავიდეთ და 50%, 60%-ს მივაღწიოთ, რეალურად იმ ადამიანების ვაქცინაცია უნდა მოხდეს, რომელსაც უფრო მეტი აქვს რეზისტენტობა აცრის მიმართ.
ამიტომ ახლა გაცილებით რთულია დამატებით 30%-ის აცრა, ვიდრე პირველი 42%-ის ვაქცინაცია იყო. შეუძლებელი მისიაა, რომ 3, 4 ან 5 თვეში, თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციის მაჩვენებლამდე ავიდეთ.” - ამბობს გიორგი მინდიაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი