მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამანათების გამოწერის გაძვირებაა მოსალოდნელი" – FedEX-ის წარმომადგენლობის დირექტორი

5fa97c31caf37
ლიკა გურაბანიძე
09.11.20 21:26
1824
გადამზიდავი კომპანიების FedEX-ის და TNT-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი აცხადებს, რომ სექტორი კრიტიკულ ზღვარზეა და ამანათების გამოწერაზე სამომავლოდ გაძვირებაა მოსალოდნელი. როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში" განმარტა, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების თვითღირებულება გაზრდილია, რაც ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის.

“დღეს შექმნილმა სიტუაციამ ხარისხზე გავლენა იქონია. ვადები ჩვენი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენი მცდელობა და დანახარჯები იქით მიდიოდა, რომ მიწოდების ვადები შეგვემცირებინა და ამანათების რიცხვი გაგვეზარდა, თუმცა დღეს ასე არ ხდება.

სტანდარტულად მიწოდებული ტვირთების სატრანზიტო ვადა აშშ-ში 3-4 , ხოლო ევროპაში 2 დღით განისაზღვრებოდა. ახლა ეს ვადა ევროპაში 4-5 დღით განისაზღვრება, ხოლო ამერიკაში 5-6 დღით. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების თვითღირებულება მომატებულია, თითქმის გასამმაგდა, რაც გარკვეულ შეფერხებებს გვიქმნის. ასეთ პერიოდში ძალიან რთულია იმ ტარიფებს გაუძლო, რა ტარიფებითაც დღეს კომპანიები გვემსახურებიან. ეს იმ ფონზე, როდესაც ბიზნესს უჭირს, ბრუნვა და მოცულობა იკლებს.

დღეს ტარიფის კომპენსირებას კომპანია თავის თავზე იღებს, იმიტომ, რომ დღევანდელი კონკურენციის პირობებში ტარიფის სწრაფად გაზრდა შეუძლებლია. შექმნილ სიტუაციას ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაც ემატება, რომელიც კომპანიის ბიუჯეტს დიდ ტვირთად აწვება” - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის მოლოდინი, რომ გადამზიდავი ავიაკომპანიები ფასებს დაწევენ, ვინაიდან მოთხოვნა დიდია, ხოლო მიწოდება ნაკლები.