მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამაზე ოცნებობენ" - დატოვებს თუ არა შს მინისტრი თანამდებობას?

60e6db424273a
ინგა მურუსიძე
08.07.21 15:07
575
"ამაზე ოცნებობენ", - ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, დატოვებს თუ არა თანამდებობას 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გომელაურის თქმით, „ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. "თუ საჭირო იქნება, პარლამენტში მივალ; როცა დამიბარებენ მივალ“, - დასძინა მან.

შს მინისტრმა უპასუხა ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს შს მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ პოლიცია უმოქმედოდ ყოფილიყო და მოძალადეებისთვის მედიის წარმომადგენლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში არ შეეშალა. მისი თქმით, აღნიშნული ბრალდებები „იდიოტიზმია“.

„ორივე დღეს სპეცრაზმი გამოყვანილი იყო, რა თქმა უნდა. სპეციალური დანიშნულების რაზმი მარტო რობოკოპებით ჩაცმულებმი არ დადიან. ისინი პოლიციის ფორმით დადიან და გამოსული იყვნენ; სპეციალური ეკიპირება საჭირო არ იყო. 3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან 3 ლოკაციაზე ვიყავით, მერე - 8 ლოკაციაზე და ბოლოს 20 ლოკაციაზე. 3200 კაცი რომ 20 ლოკაციაზე გაანაწილოთ, ერთ ადგილას გამოდის 150 ადამიანი. მეტის გამოყვანის საშუალება არ იყო. პოლიციელები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაციები გაუკეთდათ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ: 5 ივლისს რადიკალური ჯგუფის წევრებმა მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.