მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამერიკის ცენტრალური ბანკი, საპროცენტო განაკვეთის გაზრდას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს"

56fcb53cd656d
BM.GE
31.03.16 09:25
1990
"ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის გაზრდას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს", - მოწოდება ამის შესახებ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა გააკეთა. მისი თქმით, უცხოეთში ასებული გარემოებები ინფლაციასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავლენას ახდენს და სავარაუდოდ ეს ფაქტორები საპროცენტო განაკვეთის ზრდის უფრო ნელ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ეს დეკემბერში იყო ნავარაუდევი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, შტატებმა განაკვეთი ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად გაზარდა.