სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 94%-ით შემცირდა - გასულ თვეში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 50 499 ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 773 781 -ით ანუ 94%-ით ნაკლებია. TOP-15 ქვეყანაში ერთადერთი გამონაკლისია უზბეკეთი, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. ამ ფონზე სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში და მოლოდინი, რომ გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრების მტკიცებით, დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება, ჩაკეტილი საზღვრები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ტურიზმის ინდუსტრიას აყენებს.
„სამწუხაროა მდგომარეობა, რაშიც აღმოვჩნდით; რეალურად, ამას ვპროგნოზირებდით ჯერ კიდევ გაზაფხულზე. საქართველოში უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ზაფხულში ტურიზმს არ უმუშავია", - განაცხადა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა.
მისი შეფასებით, ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ამ დროის განმავლობაში ტურიზმის სფეროს კომპანიებს, ფაქტობრივად, შემოსავლები არ მიუღიათ.
"თანხები აღარ დარჩათ კომპანიებს... ხელფასები არ გაიცემა, ვერ ისტუმრებენ საბანკო ვალდებულებებს; რაც შეეხება საბიუჯეტო ვალდებულებებს, რომელიც გადავადებულია წლის ბოლომდე; წლის ბოლოს, როცა კომპანიებს მოუწევთ ამ ვალდებულებების დაფარვა ისინ წავლენ ვადაგადაცილებებსა და ინკასოებზე, რადგან გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. ამას ემატება საბანკო შეღავათებზე ვადის ამოწურვაც, სექტემბრიდან უკვე უწევთ სესხებზე საპროცენტო შენატანების გადახდა, რასაც ფიზიკურად ვერ ახერხებენ“, - განაცხადა ასათაშვილმა და დასძინა, რომ "კრიზისი სახეზეა და ის კიდევ უფრო გართულდება ნოემბერ-დეკემბერში".
ამასთან, ასათაშვილის თქმით, კერძო კომპანიების მხრიდან ცალსახად იმის მოთხოვნა, რომ "საშეღავათო არდადეგები" გაუგრძელდეთ, შეუძლებელია.
„პირველი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს - გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებზე აბსოლუტური მორატორიუმის გამოცხადებაა - 2020 წლის მეორე კვარტლიდან 2021 წლის მეორე კვარტლამდე. რაც შეეხება საბანკო ვალდებულებებს, ამ ე.წ. საშეღავათო არდადეგების გაგრძელება ძალიან რთულია. რეალურად, ჩვენ საბანკო სექტორს დავარტყამთ. ბანკებიც სერიოზულ ზარალზე არიან, ამიტომ რაღაც სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. კერძო კომპანიების მხრიდან ცალსახად იმის მოთხოვნა, რომ არდადეგები გაგვიგრძელეთო - შეუძლებელია და სწორედ აქ იკვეთება სახელმწიფოს როლი“, - აღნიშნა ასათაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას