მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამჟამად 3000-მდე აქტიური შემთხვევა გვაქვს" - covid-ის გეოგრაფიული სტატისტიკა

5f6d9c8219929
ინგა მურუსიძე
25.09.20 11:32
1236
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 265-ით გაიზარდა და მათგან 165 აჭარაში დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„მატება განსაკუთრებით დიდი არ არის, ამჟამად აქტიური ქეისი არის სულ 3000-მდე, მათგან მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა -165 შემთხვევით, იმერეთში 27 შემთხვევაა, კახეთში - 6, თბილისში - 43 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 4, ქვემო ქართლში - 3 და შიდა ქართლში - 2“, - განმარტა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, 27-ე პაციენტი 70 წლის მამაკაცი იყო და ის ბათუმში გარდაიცვალა.