მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამოვიდა ყელში, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, იმ ხალხის მოსვლის დროა პოლიტიკაშიც, ოპოზიციაშიც და ყველგან!" - კობახიძე

602e2c86a2887
BM.GE
18.02.21 12:58
7409
ამოვიდა ყელში, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, იმ ხალხის მოსვლის დროა პოლიტიკაშიც, ოპოზიციაშიც და ყველგან!- ასე ეხმაურება “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და "ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

“ჯერ არ დანიშნულა, ჯერ არ გადამდგარა, ჯერ არ მოსულა და არ წასულა პრემიერი თუ რა... რა "პრობლემაა" გარეთ კოვიდია, ვაქცინა არ გვაქვს, ეკონომიკა სულს ღაფავს, ხალხი უმუშევარი და გადავაყოლებთ ისევ სრულ სისულელეს ყველაფერს და ჩაგვიქროლებენ განვითარებული ქვეყნები, აცრილები, ძლიერები, მდიდრები!”,- წერს ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში.