30.ოქტომბერი .2020 14:32

"ან პრობლემაა უმნიშვნელო ან უფრო ეფექტური სამოქალაქო სექტორი გვჭირდება" - გახარია TI-ს პასუხობს

"ან პრობლემაა უმნიშვნელო ან უფრო ეფექტური სამოქალაქო სექტორი გვჭირდება" - გახარია TI-ს პასუხობს
views 265
უკან

დღეს „საერთაშორისო გამჭვირალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" 17,086,626 ლარი შესწირეს, რაც მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 48%-ია. წელსაც, ისევე როგორც სხვა არჩევნებზე, მმართველი პარტიის დონორებს შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ ის ბიზნესჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან არიან დაკავშირებული. ამასთან, კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" შემომწირველებთან პირდაპირ კავშირში მყოფმა ბიზნესებმა იანვარ-სექტემბერში 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს.

კვლევის შედეგებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრმა თქვა, ქვეყანას, სავარაუდოდ, უფრო ეფექტური სამოქალაქო სექტორი სჭირდება ან პრობლემაა უმნიშვნელო.

„რაც შეეხება კვლევას, დაინტერესდით უბრალოდ, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ერთიდაიგივეა. როგორც კი არჩევნები მოახლოვდება, გამოდიან და ამბობენ, რომ შემომწირველები იგებენ ტენდერებს და ა.შ. თუ სადმე მსგავსი უხეში ან არაუხეში კანონდარღვევაა, შესაბამისი NGO-ები თუ სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები არსებობენ იმისთვის, რომ მათი ნათქვამმი თითოეული სიტყვა, მათი ვერსია ბოლომდე მიიყვანონ და ამისთვის არსებობს ყველანაირი რესურსი. თუ ამ ერთ პრობლემას ვერ მოვერიეთ ამდენი წლის განმავლობაში, ან ეს პრობლემა არ არის მნიშვნელოვანი და ვიღაცა მას იყენებს წინასაარჩევნო კონტექსტში აურზაურის და საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ან ცოტა უკეთესი, ეფექტური სამოქალაქო ორგანიზაციები გვჭირდება ქვეყანაში“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა