15.აგვისტო .2019 13:17

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "კონტი ჯგუფმა" დატოვა

views 2342
უკან

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" ადასტურებენ, რომ პროექტიდან ამერიკული ჯგუფი "კონტი" გავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.

გარდა იმისა, რომ "კონტი ჯგუფმა" მენეჯმენტი დატოვა, ისინი აქციებსაც აღარ ფლობენ.

ამერიკული "კონტი ჯგუფი" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი აქციონერი იყო. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, კონსორციუმში არ ასახელებენ.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო "აქცენტმა" გაავრცელა.