"ანაკლიის პორტის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს"- ამის შესახებ bm.ge-თან კომპანია "სოფმარის" დირექტორმა ვახტანგ ალანიამ განაცხადა. ალანია ამბობს, რომ ქვეყანამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი წინ უნდა წამოწიოს და ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა იმ შესაძლებლობას, რაც დღეს მის წინაშეა დაკარგავს. ალანია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს.
“ფოთის პორტი ვერ უძღვება და ვერ ამუშავებს იმ რაოდენობის ტვირთს რაც საქართველოს მისამართით არის წამოსული. საქართველოს სჭირდება ახალი ნავსადგური, ეს აუცილებლობაა. დღეს უფრო და უფრო ჩანს, რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია. ამის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ფოთის ნავსადგური მეტს ვერ შეძლებს, შეიძლება კიდევ 10-15%-ით მეტი შეძლოს, იმის ხარჯზე, რომ გააუმჯობესოს მენეჯმენტი, მიდგომა, არის საკითხები, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება, მაგრამ 10-15% ვერ იქნება გადამწყვეტი,”-ამბობს კომპანია “სოფმარის” დირექტორი ვახტანგ ალანია.
ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ დღეს განაცხადა, რომ იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესებული არიან.
ამასთან, ამ დრომდე უცნობია როდის გამოაცხადებს ეკონომიკის სამინისტროს ანაკლიის პორტის პროექტზე ახალ ტენდერს. განახლებული ინფორმაცია ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში არ აქვთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი