ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან ვერ განხორციელდება, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე პარლამენტში, დეპუტატების კრიტიკას.
დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დეპუტატი, ლევან კობერიძე ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტის პროექტისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ 1,5 მლნ ლარია გათვალისიწნებული. კობერიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში ანაკლიის პორტი გათვალისწინებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა მას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროექტად აღარ მიიჩნევს.
კრიტიკას გიორგი კაკაურიძემ ასე უპასუხა:
„ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტში ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან ამ ეტაპზე ანაკლიის მშენებლობა ბიუჯეტიდან არ იგეგმება. ანაკლიის მშენებლობა უნდა მოხდეს კერძო ინვესტორის მიერ. თუ კერძო ინვესტორთან შეთანხმების ფარგლებში მოხდება ისე, რომ სახელმწიფო რაიმე წილით უნდა შევიდეს, ან რაიმე გააკეთოს ამ პროექტში, ეს იმ შეთანხმების მერე, კონკრეტულად, კონკრეტული წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა