მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადასაწყვეტია, ეს არის ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური პროექტი"

5efb0992951aa
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.20 14:45
1229
სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის გიორგი პერტაიას განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ჯერ გადაწყდეს, რა სახის პროექტია ეს - ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური. ამის შესახებ გიორგი პერტაიამ EPRC-ის მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსის ეპოქას და საინვესტიციო პერსპექტივებს შეეხებოდა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის აზრით, ეს არ არის ეკონომიკური პროექტი და შესაბამისად, "არასწორ ინვესტორებთან" წარმოებს მოლაპარაკებები.

"არ უნდა ვეძახოთ ამას ეკონომიკური პროექტი, ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, იმიტომ რომ როდესაც ინვესტორს ველაპარაკებით და ვუხსნით, რომ ეს არის ძალიან მაგარი პროექტი და სამ კილომეტში რუსის ჯარი დგას და ეს არის მაგარი ინვესტიცია, იმ ინვესტორს არ ესმის რატომაა ეს მაგარი ინვესტიცია. თუ ვლაპარაკობთ, რომ ეს სუფთა ეკონომიკური პროექტი არ არის, მაშინ არასწორ ინვესტორებს ველაპარაკებით, მაშინ უნდა ველაპარაკოთ მთავრობებს გეოპოლიტიკურ საკითხებზე და არა იმაზე, რომ 15 წლის შემდეგ მოგებას ან ნახავ, ან არა და მთავრობა გარანტიას არ გაძლევს.

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გადასაწყვეტია, ეს არის ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური პროექტი. იმ შემთხვევაში თუ ეს არის ეკონომიკური პროექტი, მე მგონია, რომ არ არის ეს ის შესაძლო მოცემულობა, რომ ამ შემთხვევაში კონსორციუმი წარმატებული იქნება და მოგებას ჯიბეში ჩაიდებს და წაიღებს, მაგრამ თუ წარმატებული არ იქნა და ტვირთი არ იქნება, ამ შემთხვევაში მე უნდა ვიხადო გადასახადებით - ეს მოცემულობა მე პირადად არ მაწყობს", - აღნიშნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა.