„დაბალი ბაზა არის საფუძველი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება“, - ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მთავარი ინდიკატორი მთავრობების ფისკალური სტიმულებია, რაც რეალურად ეკონომიკას ამუშავებს, თუმცა ფინანსისტის შეფასებით, დღეს არსებული მდგომარეობა, ამ მხრივ, რიგ პრობლემებს ქმნის:
„ეკონომიკური ზრდის ერთერთი ინდიკატორი არის ფისკალური სტიმული, რისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ არ ხდება პენეტრაცია მთლიანად ეკონომიკაში. თუ თვითონ ეკონომიკა არ მუშაობს, ბაზრის თავისუფალი მოთამაშეები თუ არ არეგულირებენ განვითარების შემდეგ ნაბიჯებს, უკვე სტაბილურობის რისკები ჩნდება. თუ ამ ყველაფერს დღევანდელ პოლიტიკურ გარემოს დავუმატებთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადეკვატურობის ჩარჩოებს სცდება, დამაიმედებელი პროგნოზები ვერ გაკეთდება. ამას საგარეო ფაქტორებიც ემატება: ენერგეტიკულ სექტორში ფასების ზრდა, გლობალური ინფლაცია და ა.შ. შესაბამისად, ზიანდება საინვესტიციო გარემოც“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.
ფინანსისტი ეხმაურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას, კონკრეტულად კი IMF მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას ვიწრო ფისკალური სივრცე აქვს, სადაც შეუძლია, რომ ხარჯები დაზოგოს და ამიტომ, ერთი ვარიანტი არის, რომ ქვეყანამ კაპიტალურ ხარჯებს გადახედოს. ეს კი, ფონდის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ერთერთი გამაძლიერებელი შეიძლება, იყოს. თუმცა, ირაკლი ერაძე ამბობს, რომ რეალურად მთავარობას არაერთი ფისკალური სტიმული აქვს გამოყენებული, რომლებიც „უფრო მეტად პოპულისტურია“.
„მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი სუბსიდირების მომენტში თანხებს არ იშურებ და ამ დროს ფულს დიდ კაპიტალურ პროექტს აკლებ. ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს გარანტორად დადგომის პრობლემა დადგა და ამ დროს პოპულისტური ფისკალური ხარჯი რამდენია...“ - ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განაცხადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ