მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება - ვისთვის, რა იცვლება?

BM.GE
07.06.23 13:43
355
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება. კიდევ ერთი ცვლილებით, პირს უფლება ექნება წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა შეუზღუდავად გადააბაროს. 


მორიგი ცვლილება უკავშირდება საქართველოს მიერ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება. რამდენად ხელშესახები იქნება ეს ცვლილებები, მათთვის, ვისაც სურს საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და რეალურად რა მიზნით შეიძლება ამარტივებდეს მთავრობა მოქალაქეობის მიღების პროცედურებს?

სტუმარი: ზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი;