მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტიევროპული განცხადებები საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა" - პრეზიდენტი მთავრობაზე

62a8c65b57f69
ალა ისპირიანი
14.06.22 21:37
697
"ანტიევროპული განცხადებები საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის მისამართით ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სიმართლეს არ წარმოადგენს განაცხადი, რომ ვითომ უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმით ე.წ "ირიბად მომუშავე სანქციები" <ბიძინა ივანიშვილისთვის>; ეს ბუნდოვანება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც მუშაობა ევალებოდა და ყველაფერს არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის თავიდან მოეცილებინათ.

ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით და ანტიევროპული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა - მმართველ პარტიაზე ვსაუბრობ.

საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა ასევე ჩემზე გადაბრალება, თითქოს მე რაღაცა ტოლობის ნიშნები დავსვი და არა ის, რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.