დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროკავშირი სერიოზულად არის ჩართული, რომ საქართველომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად მიიღოს.
მისი თქმით, სახელმწიფო აწარმოებს ოფიციალურ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ვაქცინა მიიღოს დროულად, მწარმოებლებისგან. ამირან გამყრელიძის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების ჩართულობით.
„ევროკავშირი არის სერიოზულად ჩართული, რომ საქართველომ პირველივე ეტაპზე მიიღოს გარკვეული დოზები კოვაქსის საშუალებით, კოვაქსის დოზებისგან დამოუკიდებლად. ამისთვის 18 იანვრიდან იწყება ჯანმოს საბჭოს სხდომა და პირველი განსახილველი საკითხი იქ იქნება, რომ ვაქცინის მიწოდება ქვეყნებისთვის უნდა იყოს სამართლიანი“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ.
მისი ინფორმაციით, ჯანმოს ხელმძღვანელმა დააყენა საკითხი პირდაპირ, რომ მომდევნო სამ თვეში ყველა მედიკოსი სრულად უნდა იყოს აცრილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობის 60% უნდა აიცრას და შესაძლებელია, ეს წელს მოხდეს.
„უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა. აღარ არის ყვავილი, პოლიომელიტი მხოლოდ 2 ქვეყანაშია დარჩენილი და იქაც ქრება. წითელა, რომელიც 5 წლამდე ასაკის ბავშვებს კლავდა, მაჩვენებელი შემცირებულია და ა.შ. ვაქცინაცია არის გამოსავალი და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ.
მისი ინფორმაციით, სხვადასხვა გამოკითხვებით დასტურდება, რომ საქართველოში დაახლოებით 50-60% მზად არის აიცრას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი